იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საშუალო საფეხური-პროფილური სწავლება- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალი პროექტი

 საქართველოს განათლების სისტემაში, შესაძლოა, ახალი პროექტი განხორციელდეს. საშუალო საფეხური-პროფილური სწავლება,- ეს იდეა  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა 27 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს გააცნეს.

    აღნიშნული პროექტი საჯარო სკოლების უფროსი კლასების მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, რომ მათ საკუთარი პროფილი  სკოლის ბაზაზევე შეარჩიონ და უმაღლეს სასწავლებელში, სწავლის გასაგრძელებლად, კრედიტები დააგროვონ. შესაბამის მიმართულებებად: ჰუმანიტარული, მათემატიკა და ტექნოლოგიები, საბუნებისმეტყველო, ესთეტიკური და სახელობო არჩევითი საგნები განისაზღვრა.

    სამინისტროს წარმომადგენლები პროფილური სწავლების შესახებ შეხვედრებს საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში მართავენ და შესაბამის რეკომენდაციებს და რისკებს ადგილზე ეცნობიან.

 
მნახველთა რაოდენობა: 4596
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.