იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს პროფესორი ტრენინგზე შვედეთში იმყოფებოდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის  ფაკულტეტის პროფესორი ია ჯიმშიტაშვილი 2-8 დეკემბერს,  შვედეთში,  ლინკოპინგის უნივერსიტეტში, იმყოფებოდა.

   თესაუს პროფესორმა მონაწილეობა, საერთაშორისო პროექტის - „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, სტუდენტის სწავლის გამოცდილების გაღრმავების მიზნით“- გამართულ ტრენინგში მიიღო. შეხვედრაზე საუბარი სწავლების ინოვაციურ მეთოდებს, ლექციების ვიზუალური და აუდიომასალით გამრავალფეროვნების ხერხებს და სხვა საკითხებს შეეხო.

    ლინკოპინგის უნივერსიტეტში,  (PRINTEL) ფარგლებში,  გამართულ შეხვედრებს,  საქართველოს გარდა, ბელორუსის და სომხეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 6675
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'