იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,ხილის ნედლად შენახვის ახალი ტექნოლოგიის შემუშავება და თეორიული დასაბუთება“- სემინარი თესაუში

,,ხილის ნედლად შენახვის ახალი ტექნოლოგიის შემუშავება და თეორიული დასაბუთება,“- ამ სახელწოდების სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი 22 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა.

    როგორც შეხვედრაზე  პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ს/ მ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მერაბ ჟღენტმა, აღნიშნა,  საქართველოსთვის, როგორც აგრარული ქვეყნისთვის, მევენახეობასთან ერთად, მეხილეობაც პრიორიტეტული მიმართულებაა.  მისივე თქმით, ახალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან ერთად, მთავრობამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე  გადადგა. კახეთში დაგეგმილია ახალი კონსტრუქციის ბაღების გაშენება, რაც აღნიშნული დარგის განვითარების სერიოზულ პერსპექტივას იძლევა.

   სემინარზე, ასევე,   ხილის წარმოებაში ცალკეული კულტურების წილზე, მეხილეობის განვითარების მზარდ სტატისტიკასა და  აგრარული სექტორის განვითარების პრობლემებზე ისაუბრეს.

    შეხვედრას  რუსთაველის სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები და  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 4205
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.