იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს რექტორი აკადემიურ პერსონალს შეხვდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა,  თესაუს აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა. რექტორმა თანამშრომლებს ავტორიზაციის პროცესის წარმატებით გავლა მიულოცა და მათთან საავტორიზაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები განიხილა. დისკუსიის დროს განსაკუთრებული აქცენტები უნივერსიტეტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაკეთდა. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით შედგენილი სამუშაო გეგმები დეტალურად განიხილეს.

     ირმა შიოშვილმა აკადემიურ პერსონალს უნივერსიტეტისთვის გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადა. რექტორმა „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი- 2018“-ის ფარგლებში,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სიგელი, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პროფესორ ლია ტალახაძეს გადასცა.

    იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია, საავტორიზაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  6 წლის ვადით, წარმატებით გაიარა, რაც რეკომენდაციების და სტრატეგიული გეგმით გათვალისწიმებული აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 5032
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.