იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
თეა ხოსიტაშვილს სასურსათო ტექნოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა

   15 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, დოქტორანტის,  თეა ხოსიტაშვილის,  სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა.  

   კვლევის თემა იყო ,,აბორიგენული და ინტროდუცირებული ვაზის ჯიშების წითელ ყურძენში სიმწიფის ფენოლური ინდექსის განსაზღვრა და გავლენა წითელი ღვინის ხარისხზე" (სამეცნიერო ხელმძღვანელი -მარიამ  ხოსიტაშვილი).

   სამეცნიერო ნაშრომის მიზანია აბორიგენული და ინტროდუცირებული ვაზის ჯიშების წითელ ყურძენსა და  მიღებულ ტკბილში სიმწიფის ინდექსის, საერთო ანტოციანების, ტანინების განსაზღვრა და თითოეული ჯიშისთვის ფენოლური ინდექსის დადგენა.

    თეა ხოსიტაშვილს სასურსათო ტექნოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6399
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.