იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
ეროვნული სტარტაპ კონკურსის რეგიონული საინფორმაციო შეხვედრა თესაუში

ეროვნული სტარტაპ კონკურსის (Kick Challenge)  რეგიონული საინფორმაციო  შეხვედრები 9 ნოემბერს  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან  დაიწყო.

      როგორც  პრეზენტაციაზე აღინიშნა, კონკურსის მიზანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინოვაციური იდეების გამოვლენა და ალტერნატიული დაფინანსების წყაროს შექმნის საშუალებით,  მათი  რეალობად ქცევის ხელშეწყობა. იდეების თემატიკა შეუზღუდავია.

      პროექტი საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენლებს, ასაკის მიუხედავად, შესაძლებლობას მისცემს,  ჩაერთონ ინოვაციური იდეების განხორციელებაში.  უფასო მარკეტინგული კამპანიის წარმოების და   საზოგადოებრივი მხარდაჭერის შედეგად კი,  მიიღება ექსკლუზიური პროდუქტი,  რაც   ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

    სტარტაპ კონკურსის დონორები არიან საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და USAID-ის პროგრამა G4G. პროექტის ორგანიზატორია ქართული სახალხო დაფინანსების პლათფორმა - InvestMe.Ge

 
მნახველთა რაოდენობა: 5107
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.