თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საფრანგეთის ავინიონის უნივერსიტეტი სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
17 ოქტომბერს თელავის უნივერსიტეტს ავინიონის უნივერსიტეტის პროფესორი მირიამ ბორელი და სტუდენტთა მობილობის საერთაშორისო სააგენტო_კამპუს ფრანსის წარმომადგენელი ნათია მსხალაძე ეწვივნენ.
კამპუს ფრანსის წარმომადგენელმა, სტუდენტებს, სწავლების სამივე საფეხურზე, საფრანგეთში სწავლის შესაძლებლობები გააცნო.
თესაუ-ს რექტორმა, ირმა შიოშვილმა და მირიამ ბორელმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. მათ განსაკუთრებული ყურადღება მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებაზე გაამახვილეს და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე, თესაუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა და აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა სტუდენტთა და პროფესორ მასწავლებელთა მობილობის საკითხები განიხილეს და კონკრეტული ნაბიჯებიც დასახეს.