იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-სა და საფრანგეთის ავინიონის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა დაიგეგმა

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საფრანგეთის ავინიონის უნივერსიტეტი სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

17 ოქტომბერს თელავის უნივერსიტეტავინიონის უნივერსიტეტის პროფესორი მირიამ ბორელი და სტუდენტთა მობილობის საერთაშორისო სააგენტო_კამპუს ფრანსი წარმომადგენელი ნათია მსხალაძე ეწვივნენ.

კამპუს ფრანსის წარმომადგენელმა, სტუდენტებს, სწავლების სამივე საფეხურზე, საფრანგეთში სწავლის შესაძლებლობები გააცნო.

თესაუ-ს  რექტორმა, ირმა შიოშვილმა და  მირიამ ბორელმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. მათ განსაკუთრებული ყურადღება  მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებაზე გაამახვილეს და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე, თესაუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა და  აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა სტუდენტთა და პროფესორ მასწავლებელთა მობილობის საკითხები განიხილეს და კონკრეტული ნაბიჯებიც დასახეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 3699
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.