იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მზადება ახალი საგრანტო კონკურსისათვის

   8 ოქტომბერს, თელავის უნივერსიტეტმა ესტონეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარეს ზაზა წერეთელს, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის  პროფესორს, ფონდ E-MAP Foundation MTU-ის დირექტორს და თანადამფუძნებელს ვლად ვერნიგორას  და სხვა საპატო სტუმრებს უმასპინძლა. შეხვედრაზე  ერთობლივი საგრანტო საგანმანათლებლო პროექტის შემუშავებაზე იმსჯელეს,  რომელშიც თესაუ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

   შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ესტონეთის სახელმწიფო საგრანტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი  მიზანი, უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის სწორად წარმართვის ხელშეწყობაა, ამიტომ  პროექტი,  რომელშიც თესაუ ჩაერთვება, ამ მიმართულებით ვებ-გვერდის განვითარებას, პროფესორ-მასწავლებელთა დატრენინგებას, მათი კვლევების წარმოჩენას და კვლევითი ღონისძიებების მხარდაჭერას შეუწყობს ხელს.

  პროექტი მომდევნო წლის გაზაფხულისათვის მომზადდება და დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, თესაუ-ში, საპილოტე რეჟიმში განხორციელდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 6156
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'