იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საერთაშორისო პროექტის, „UNISON“-ის შეხვედრა თესაუ-ში

25 სექტემბერს, საერთაშორისო პროექტის, „UNISON“-ის  ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა,  მორიგი კონსორციუმის შეხვედრას უმასპინძლა. საზღვარგარეთის და საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლები „სამეცნიერო ფესტივალი-2018-ის“ გახსნას დაესწრნენ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ, შეხვედრის მონაწილეები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეწვივნენ. პროექტის მონაწილეებმა, დღემდე განხორციელებულ აქტივობები განიხილეს, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და ინოვაციების ცენტრის  მუშაობას გაეცნენ.

თელავის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სტუმრებს  „ტყუპების ღვინის მარანი“, თესაუ-ს სადემონსტრაციო ნაკვეთი და ნიადაგის კვლევის ლაბორატორიები დაათვალიერებინეს, სადაც თესაუ-ს პროფესორებთან ერთად შემუშავებული ახალი ტექნოლოგიები ინერგება.

პროექტი, რომლის მიზანი მკვლევარებისა და უნივერსიტეტების ერთობლივ თანამშრომლობის ხელშეწყობაა, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსტეტის (ესპანეთი) კოორდინატორობით ხორციელდება და მასში გერმანიის, პორტუგალიის და ჩინეთის უნივერსიტეტები არიან ჩართულნი.

პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტში მეწარმეთათვის უფასო იურიდიული კონსულტაციებ და ტრენინგებიც იგეგმება, რაც  მათ სამეწარმეო უნარ-ჩვევებგანვითარებას შეუწყობს ხელს.

 
მნახველთა რაოდენობა: 1321
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.