იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის არჩევნები

   თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლად არჩეულ წარმომადგენლობით საბჭოს ახალი სპიკერი ყავს. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მანანა ღარიბაშვილის კანდიდატურა, რომელიც საბჭოს მანამდეც ხელმძღვანელობდა.

   საბჭოს 18 წევრიდან არჩევნებში მონაწილეობა 12-მა წევრმა მიიღო. ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით წარმომადგენლობითმა საბჭომ მანანა ღარიბაშვილი აირჩია. ახალი სპიკერი საბჭოს 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

    უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები 2018 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3941