იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს 17 ახალი წევრი ჰყავს. წარმომადგენლები საბჭოს შემადგენლობაში, უნივერსიტეტის ხუთმა ფაკულტეტმა წარადგინა. არჩევნებზე სტუდენტების გამოუცხადებლობის გამო, საბჭოს სტუდენტური კვოტა შესავსები დარჩა. კვოტის შესავსებად, განმეორებითი არჩევნების თარიღს, წარმომადგენლობითი საბჭო პირველსავე სხდომაზე განსაზღვრავს.
უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები 2018 წლის 3 ოქტომბერს გაიმართა და მასში 468 ამომრჩეველი მონაწილეობდა.