იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ახალი სასწავლო წელი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა.

უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის პირველკურსელებ ახალი სასწავლო წლის დაწყება რექტორმა, ირმა შიოშვილმა და კახეთის გუბერნატორმა,  ირაკლი ქადაგიშვილმა მიულოცეს.  „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უნივერსიტეტს ავტორიზაცია მიანიჭა, ამიტომ დღეს ყველას თავდაუზოგავი შრომა გვჭირდება“_განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა.

უნივერსიტეტის მიღწევებსა და  პერსპექტივებზე  პირველკურსელებს პროფესორ-მასწავლებლებიც ესაუბრნენ.

 საზეიმო ღონისძიება  უნივერსიტეტის შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაციითა და   პირველკურსელებისათვის  სიმბოლური საჩუქრების  გადაცემით დასრულდა. 

 
მნახველთა რაოდენობა: 3855