იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის დეპარტამენტმა ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას სამეცნიერო კონფერენცია მიუძღვნა.
მოხსენებები, ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების შესახებ, დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა წარმოადგინეს და მისი მოღვაწეობა სხვადასხვა ჭრილში განიხილეს.
სამეცნიერო კონფერენცია, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, ექვთიმე თაყაიშვილის 155-ე წლისთავს მიეძღვნა.