26 სექტემბერს, „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018“-ის ფარგლებში მასტერკლასი_ „ცვლილება სასწავლო აუტიტორიაში“ ჩატარდა.
პროფესორ-მასწავლებლები iSpring Suite გარემოში ინტერაქტიული ციფრული რესურსის აგების ტექნოლოგიისა და სასწავლო-კვლევით პროცესში მისი დანერგვის მეთოდოლოგიას გაეცნენ. სასწავლო მოდელის მაგალითზე, მასტერკლასის მონაწილეები პრაქტიკულად ჩაერთნენ საგანმანათლებლო რესურსის და სასწავლო კურსის აგების პროცესში. პროფესორ-მასწავლებლები, ასევე, სასწავლო მასალის შეფუთვა-პუბლიკაციის_ LMS, LMS-Moodle-ის და სხვა საინტერესო საკითხებს გაეცნენ.
მასტერკლასს თესაუ-ს ასოცირებული პროფესორი მარიამ ზაქარიაშვილი და უნივერსიტეტის უფროსი ტექნიკოსი ირაკლი ჭიჭაშვილი უძღვებოდნენ.