იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
სტუდენტები ტურისტულ ბიზნესში ინოვაციებს გაეცნენ

   26 სექტემბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი-2018“-ის ფარგლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები სოფელ რუისპირის ბიოდინამიკურ მეურნეობას ესტუმრნენ და ტურისტული ბიზნესის ინოვაციებს გაეცნენ.

     სტუდენტებმა ბიომეურნეობის განვითარების, მისი ტურისტული პოტენციალისა და ბიზნესის ინოვაციური წარმოების ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. ბიომეურნეობის დამფუძნებელმა, გიორგი ალადაშვილმა, სტუდენტთა კითხვებს უპასუხა და   ახალგაზრდებს  ტურისტული ბიზნესის ახალ გამოწვევებზე საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა.

    შეხვედრა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა დისკუსიით დასრულდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 4845
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.