მიმდინარე სასწავლო წლიდან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები, საჯარო სკოლების მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად, ერთობლივ საკონფერენციო თემებს დაამუშავებენ.
ამ ფორმით თანამშრომლობას მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე „ვისწავლოთ ერთად,“ ჩაეყარა საფუძველი.
ექვთიმე თაყაიშვილისა და პავლე ინგოროყვას ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუდენტებმა და მოსწავლეებმა ცხრა ერთობლივი ნაშრომი წარადგინეს.
ერთობლივ საკონფერენციო თემებს სკოლა და უნივერსიტეტი წელიწადში ორჯერ დაამუშავებენ.