„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი-2018“-ის გახსნის ცერემონიაზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიების სპეციალობის სტუდენტებმა, საკუთარ მარანში წარმოებული ღვინის დეგუსტაცია მოაწყეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიერ დამზადებულ ღვინოს მაღალი შეფასება მისცა და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.
თესაუ-მ ფესტივალის გახსნაზე საკუთარ სადემონსტრაციო ნაკვეთზე მოკრეფილი ბიოპროდუქტებიც წარმოადგინა.
„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი“ 2015 წლიდან ტარდება და მასში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურად მონაწილეობს.
ფესტივალის ფარგლები დაგეგმილი ღონისძიებები თესაუ-ში 1 ოქტომბრამდე გაიმართება.