იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, საქართველოს ტაილანდური კრივისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის სპორტსმენი, ნუგზარ ყარაგვეზაშვილი, 2018 წლის ორთაბრძოლების საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა.
ნუგზარ ყარაგვეზაშვილი თესაუ-ს სასურსათო ტექნოლოგიების მე-3 კურსის სტუდენტია და სწავლასთან ერთად აქტიურ სპორტულ ცხოვრებას მიყვება. ის სპორტის აღნიშნული სახეობების სერტიფიცირებული მწვრთნელი და კიკბოქსინგის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია.
ორთაბრძოლების საერთაშორისო ფესტივალი ტაილანდური კრივის მსოფლიო ფედერაციის (IFMA)-ს ეგიდით, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 9-11 სექტემბერს ჩატარდა და მასში 15 ქვეყნის სპორტული დელეგაცია იღებდა მონაწილეობას. აღნიშნულ ჩემპიონატზე ნუგზარ ყარაგვეზაშვილმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა და საქართველოში ოქროს მედლითა და მადლობის სიგელით დაბრუნდა.