იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
არჩევნები თესაუ-ს აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

    11 სექტემბერს,  იაკობ  გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე,  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე  არჩევნები ჩატარდა.

      აღნიშნული  თანამდებობის  დასაკავებლად  საარჩევნო კომისიას, რომელსაც ასოცირებული პროფესორი  ირა  შილდელაშვილი  ხელმძღვანელობდა, ერთმა კანდიდატმა, ასოცირებულმა პროფესორმა  მზია ღაღოლიშვილმა  მიმართა.

     არჩევნებში  მონაწილე  14  ამომრჩევლიდან  მონაწილეობა 10-მა ამომრჩეველმა მიიღო. ყველა მათგანმა  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტურ   თანამდებობაზე  მხარი ასოცირებულ პროფესორ  მზია ღაღოლიშვილს დაუჭირა.

 
მნახველთა რაოდენობა: 4010