იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების სადიპლომო ნამუშევრების დაცვა

    31 აგვისტოს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,   განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის-ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალიტის-IV საფეხურის სტუდენტების სადიპლომო  ნამუშევრების დაცვა  გაიმართა.

     სტუდენტებმა   მათ მიერ შექმნილი ტანსაცმლის ესკიზების კოლექცია  კომისიას წარუდგინეს, რომელსაც   პროგრამის ხელმძღვანელი დარეჯან გაგნიძე ხელმძღვანელობდა.  ექსპოზიციის  თემატიკა  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალის ჩაცმულობის სტილს მოიცავდა. 

    ჩვენებაში  მონაწილეობა  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის რვა სტუდენტმა მიიღო და  მათ ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტის კვალიფიკაცია მიენიჭათ.

 
მნახველთა რაოდენობა: 3939