იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სამუშაო შეხვედრა „INTEGRITY“-ის პროექტის ფარგლებში

9, 10 და 11  ივლისს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო პროექტის, „INTEGRITY-ის ფარგლებში, ელექტრონული სისტემების სწავლებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

ტრენინგებზე  MOODLE-ის ელექტრონული სწავლების სისტემის სხვადასხვა ასპექტები იქნა განხილული. პროფესორ-მასწავლებლები სასწავლო კურსის აგების, კურსში ელემენტებისა და ინფორმაციული რესურსების განთავსების, ინტერაქტიური ლექციის აგების, სტუდენტის შეფასების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნენ. ყურადღება გამახვილდა ასევე, პლაგიატის გამოვლენის თემაზე, რაც უახლოეს მომავალში დაინერგება MOODLE - სისტემაში „Turnitin“ პლაგინის დახმარებით. ტრენინგებს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარიამ ზაქარიაშვილი უძღვებოდა.

საერთაშორისო პროექტი „INTEGRITY“ 2017 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით ხორციელდება და მასში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიც  არის ჩართული. პროექტი აკადემიური კეთილსინდისიერების შესახებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

 
მნახველთა რაოდენობა: 17107