იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მემორიალი შეამკეს

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე   უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და  სხვადასხვა ფაკულტეტის  თანამშრომლებმა  საქართველოს  ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. „ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს მათი გმირობის  ამბავი შემოვუნახოთ. მჯერა საქართველო ერთიანი და ძლიერი ქვეყანა იქნება,“ - განაცხადა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა,  მზია მაისურაძემ.

 
მნახველთა რაოდენობა: 6204