სამუშაო შეხვედრა პროექტის ფარგლებში

2018 წლის 13 ივლისს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ERASMUS+ PRINTEL-ის 585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სტუდენტის სწავლის გამოცდილების გაღრმავების მიზნით“ ფარგლებში სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან  შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა  სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოყენებული  მეთოდების შესახებ კითხვარები შეავსეს. კითხვარი ქართულ ენაზე, პროექტის კოორდინატორებმა, ნინო კორინთელმა და თამარ მიქელაძემ თარგმნეს და  დეტალურად განიხილეს მასში დასმული  თითოეული კითხვის არსი.  

სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა  უნივერსიტეტში დანერგილი სწავლებისა და სწავლის მეთოდების შესახებ საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს. კითხვარების ანალიზის შედეგად, გამოიკვეთება იმ  ტრენინგების თემატიკა, რომელსაც პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტები  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებს შესთავაზებენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 2086
 
 
 
 
2020 ოქტომბერი
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

14

15

16

17

18

19

20

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2020 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.