იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრენბურთელების წარმატება

საქართველოს სტუდენტურ ჩემპიონატზე ფრენბურთში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრენბურთელ ვაჟთა გუნდმა  II საპრიზო ადგილი დაიკავა.

 ფინალში გასასვლელად თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრენბურთელებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დააამარცხეს. საფინალო  მატჩი კი,  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის საფრენბურთო ნაკრებთან  ჩაატარეს და საპატიო მეორე ადგილისათვის ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.

საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატი ფრენბურთში ყოველწლიურად ტარდება და მასში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სპორტსმენები მონაწილეობენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 6130