გარე მობილობის ვადები                                                      შიდა მობილობის ვადები
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესპანეთსა და პორტუგალიაში იმყოფებოდნენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალი სასწავლო წლიდან  სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და ათვისებისათვის, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გადამზადება დაიწყება. ამ მიზნით  2018 წლის 11-16 ივნისს,   იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები  ესპანეთის  ბარსელონას და პორტუგალიის პორტოს უნივერსიტეტებში იმყოფებოდნენ.

 კონსორციუმის მეორე შეხვედრა საერთაშორისო პროექტის  ERASMUS+ PRINTEL-ის 585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JPცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სტუდენტის სწავლის გამოცდილების გაღრმავების მიზნით“ ფარგლებში ჩატარდა.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპროექტო გუნდის წევრებმა,   მასპინძელი  უნივერსიტეტების  წარმომადგენლებთან ერთად,  პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების საჭიროებების მიხედვით,  სამომავლო გეგმებიც ჩამოაყალიბეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 1442
 
 
 
 
2020 იანვარი
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2020 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.