იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტები უნივერსიტეტს საზეიმოდ დაემშვიდობნენ. კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მიულოცა.
ბაკალავრიატის კურსდამთავრებულების გაცილებას რექტორის მოადგილეები და შესაბამისი ფაკულტეტების დეკანები დაესწრნენ.
სტუდენტების საზეიმო გაცილება უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება.