29 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტრადიციული სამეცნიერო კონფერენცია- ,,კლასიკოსთა გაკვეთილები“- ჩატარდა. კონფერენციის ,,XXVI გაკვეთილი” იოსებ გრიშაშვილს მიეძღვნა.
ღონისძიებაზე გრიშაშვილის განმარტებითი ლექსიკონის, მწერლის შემოქმედების რომანტიზმის და რეალიზმის, კლასიკოსის დაუბეჭდავი ლექსების, მისი პოეტური ენის და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ ისაუბრეს. კონფერენციაზე ნაჩვენები იყო რუსთაველის საზოგადოების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც ტაო- კლარჯეთში ჩატარებულ ექსპედიციას შეეხებოდა.
,,კლასიკოსთა გაკვეთილებს,“ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი ავთანდილ არაბული, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ლევან ბრეგაძე და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.