იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
შეხვედრა სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში

10-11 ივნისს, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი),  ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის- UNISON (University-Enterprise Cooperation via Spin-Off Companies Network ) - მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა  პროექტში მიმდინარე აქტივობების და შესრულებული სამუშაოს ხარისხს, შეფასების პროცედურებს, ვებგვერდისა და ვირტუალური პორტალის შექმნას ეხებოდა.

    პროექტის  ზოგადი  მიზანია ბოლონიის პროცესის განხორციელების ხელშეწყობა, უნივერსიტეტსა და საწარმოს შორის ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცების გზით, შვილობილი კომპანიების ქსელის მეშვეობით.

   იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, კონსორციუმის წევრები არიან: სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი), გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია), კოიმბრას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (პორტუგალია), უცხოეთის და საქართველოს სხვა წამყვანი უნივერსიტეტები.

      შეხვედრაზე პროექტის მომდევნო შეხვედრაც დაიგეგმა, რომელიც, სავარაუდოდ,  სექტემბრის თვეში,  საქართველოში, გაიმართება და მას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტები უმასპინძლებენ. 

 
მნახველთა რაოდენობა: 6945