იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
INTEGRITY - საერთაშორისო პროექტი თესაუში

13 ივნისს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, INTEGRITY-ის პროექტის ფარგლებში,  შეხვედრა უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში პლაგიატის აღმოჩენისა და მისი აღმოფხვრის საკითხებზე გაიმართა.

       პროექტის პრეზენტაციის დროს თესაუს საერთაშორისო  ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ასლანიშვილმა და თესაუს პროფესორებმა ყურადღება აკადემიური პერსონალის და სტუდენტების  კვლევითი საქმიანობის ეთიკურობაზე,   ქვეყანაში პლაგიატის საკითხთან დაკავშირებული ოფიციალური პოლიტიკასა და  პრობლემის პრევენციის შესახებ ისაუბრეს.

       პროექტის-„აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)“-მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრას და პრევენციას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

      პროექტში, რომლის კოორდინატორი საქართველოში ილიას უნივერსიტეტია, ქვეყნის  12  უმაღლესი სასწავლებელი, მათ შორის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტია  ჩართული. INTEGRITY-ის საერთაშორისო პარტნიორები არიან  ინგლისის, შვედეთის, ავსტრიის და ირლანდიის უნივერსიტეტები,  სამთავრობო იფიციალური პარტნიორები კი,-  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 5949