იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიის მე-2 კურსის სტუდენტი, გიორგი მაისურაძე, კვების მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების კონკურსის - „შავი ზღვის მეცნიერება- 2018“- გამარჯვებული გახდა.
კონფერენციაში, რომელშიც 15 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, თესაუს სტუდენტის ნაშრომმა - „საფერავში დავარგებულ ყველში შემავალი ზოგიერთი ფენოლური ნაერთები“ (ხელმძღვანელი-სასურსათო ტექნოლოგიის დოქტორი ლალი ელანიძე ) - მე-3 ადგილი დაიკავა. ამ წარმატების საფუძველზე, გიორგი მაისურაძემ მონაწილეობა სკაიპ-კონფერენციაში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მიიღო. მისმა მოხსენებამ ოდესის კვების ტექნოლოგიების ნაციონალური აკადემიის საკონფერენციო დარბაზში მყოფი ჟიურის წევრებისაგან დადებითი შეფასება მიიღო.
გიორგი მაისურაძის კვლევა საუკეთესო სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების ელექტრონულ კრებულში გამოქვეყნდა.