30 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ინფორმატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხის მისანიჭებლად, დოქტორანტ მარიამ ოხანაშვილის დისერტაციის დაცვა გაიმართა.
კვლევის თემაა ,,მათემატიკის სწავლების ოპტიმალური ალგორითმების რეალიზების კომპიუტერული ტექნიკის კონცეპტუალური მოდელების რეფორმირება“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი-პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი სვიმონ ოხანაშვილი).
სადისერტაციო ნაშრომის მიზანია პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში მათემატიკის ამოცანების ამოხსნის ალგორითმების შედგენას და გამოყენებას.
მარიამ ოხანაშვილს ინფორმატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.