27 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-6 საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.
სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის II და III კურსის სტუდენტებმა: მარი ხახიაშვილმა და თამილა შიუკაშვილმა (ხელმძღვანელი- თესაუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მაგდა დავითაშვილი) მიიღეს.
კომისიის გადაწყვეტილებით, თამილა შიუკაშვილმა, მედიცინის სექციაში გამომსვლელ სტუდენტთა შორის, პირველი ადგილი დაიკავა.
კონფერენციის ყველა მონაწილე სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.