21 მაისს, მირზაანში, ფიროსმანის მუზეუმში, ღონისძიება - ,,ცოცხალი არვინ არ მიიკარა" -გაიმართა, რომელშიც თესაუს სტუდენტები, ანსამბლი ,,აისი“ და სამხატვრო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ასევე, მოეწყო უნივერსიტეტის პედაგოგების, სტუდენტების და სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა.
სტუდენტურ წარმოდგენას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და თესაუს პროფესორები დაესწრნენ.
ღონისძიება იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატის თანადგომით და უნივერსიტეტის კულტურის მიმართულების სექტორის ხელმძღვანელების: თინათინ ნათელაძის, ლელა ხუციშვილის, კურირებით, ჩატარდა ( მხატვარი-ეკატერინე თორაძე, კულტურის კოორდიონატორი- მანანა შიოშვილი) .
,, სტუდენტური კვირეული“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იმართება.