იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
შეხვედრა, ,,ევროპის დღეების“ ფარგლებში

,,ევროპის დღეების“ ფარგლებში, ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ კახეთის რეგიონული ბიუროს ინიციატივით და ,,ფერმერ ქალთა ასოციაციის“ მხარდაჭერით, 21 მაისს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან, ფერმერებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წამრომადგენლებთან გაიმართა.

       სტუდენტებს საქართველოს ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირინე ფხოველიშვილმა და ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ კახეთის რეგიონული ბიუროს თავმჯდომარემ, ბექა ექსეულიოძემ, მიმართეს.

     საუბარი ევროკავშირის შესახებ არსებულ მითებს და რეალობას და მცირე ფერმერულ მეურნეობებზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გავლენას შეეხო.

     „ევროპის დღეები -2018“ , სხვადასხვა აქტივობებით, 22 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები  „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, წელს მეექვსედ იმართება.

    ევროპის დღეების მიზანი  ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3747
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.