21 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და „სამოქალაქო განათლების ცენტრმა“ ( Civic Education Centre) თესაუს სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებისათვის ტრენინგი თემაზე - „ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალ პირთა სამართლებრივი დაცვის ხელის შემშლელი ფაქტორი“-გამართა.
ტრენინგის მიზანი იყო აუდიტორიისთვის, ქვეყნის შიგნით გადაადგილების აქტუალური სამართლებრივი საკითხების და საქართველოს მაგალითზე, ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალ პირთა სამართლებრივი დაცვის ხელისშემშლელი ფაქტორების გაცნობა.
ტრენინგში მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.