იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,Global Forest Watch”-პროექტის გაცნობა თესაუში

   საქართველოს  გარემოს  დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  და  მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI – World Resources Institute) ერთობლივი პროექტის - “Global Forest Watch” (GFW) -ფარგლებში, 18 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის   სახელმწიფო  უნივერსიტეტში,  შეხვედრა გაიმართა.  ღონისძიების მიზანი,  პროექტის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით,  არსებული პროგრესისა და მიღწევების გაცნობა, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები იყო.

       შეხვედრის მონაწილეებს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა და  თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი თუშიშვილმა, მიმართეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

     WRI/GFW-ის წარმომადგენელმა საქართველოში, გიგია ალექსიძემ, შეხვედრის მონაწილეებს,  პროექტის  ფარგლებში,  ინტერნეტ  ტექნოლოგიაზე  დაფუძნებული  „ტყისა და მიწათსარგებლობის ინფორმაციისა და გადაწყვეტილების უზრუნველყოფის“ სისტემის პროგრესი და მისი მუშაობის სპეციფიკა დეტალურად გააცნო.

      პროექტის  მიზანია  გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ინფორმირება და სათანადო ტექნოლოგიით ხელშეწყობა,  ტყისა და ტყიანი ლანდშაფტების არეალში.

     შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს,  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, საერთაშორისო, ასევე,  ადგილობრივი  არასამთავრობო  ორგანიზაციების  წარმომადგენლები, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები   დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 6044