18 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში , აშშ-ს საგანმანათლებლო ქსელის -,,განათლება ამერიკაში“ (Education USA) -ორგანიზებით, რეგიონული საგანმანათლებლო გამოფენა გაიმართა .
ღონისძიებაზე, რომლის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის აშშ-ში განათლების მიღების შესაძლებლობების, სკოლის, საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტურანტურიის დონეებზე გაცნობა, წარმოდგენილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტების და კოლეჯების პროგრამები.
პროექტის ფარგლებში, ჩატარდა სემინარი, რომელზეც აშშ-ს გაცვლითი პროგრამები, უნივერსიტეტების მართვის პროცესი, ჩარიცხვის კრიტერიუმები, დაფინანსების და სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობები დეტალურად განიხილეს.
გამოფენა, რომლის ორგანიზატორია ,,საერთაშორისო განათლების ცენტრის“ პროგრამა Education USA, საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ,,ამერიკის კუთხის“ და ,,მშვიდობის კორპუსის“ პარტნიორობით ჩატარდა.