ვებსაიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. გაეცანი კონფიდენციალობის პოლიტიკას აქ
ვეთანხმები
არ ვეთანხმები
იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,საერთაშორისო განათლების ცენტრის“ რეგიონული საგანმანათლებლო გამოფენა

      18 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში , აშშ-ს საგანმანათლებლო ქსელის -,,განათლება ამერიკაში“ (Education USA) -ორგანიზებით,  რეგიონული საგანმანათლებლო გამოფენა გაიმართა .

     ღონისძიებაზე, რომლის მიზანი იყო  დამსწრე საზოგადოებისთვის აშშ-ში განათლების მიღების შესაძლებლობების, სკოლის, საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტურანტურიის დონეებზე  გაცნობა,  წარმოდგენილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების  უნივერსიტეტების და კოლეჯების პროგრამები.

     პროექტის ფარგლებში,  ჩატარდა სემინარი, რომელზეც  აშშ-ს გაცვლითი პროგრამები, უნივერსიტეტების მართვის პროცესი, ჩარიცხვის კრიტერიუმები, დაფინანსების და სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობები დეტალურად განიხილეს.  

   გამოფენა, რომლის ორგანიზატორია ,,საერთაშორისო განათლების ცენტრის“ პროგრამა Education USA, საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით,  ,,ამერიკის კუთხის“ და ,,მშვიდობის კორპუსის“ პარტნიორობით ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 7409
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.
Loading...