იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,მსოფლიო ბანკი“, საქართველოს მიმართულებით, დაფინანსების გაზრდას გეგმავს

   საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ,,მსოფლიო ბანკის“ აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაცია 15 მაისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა. უნივერსიტეტის რექტორთან, ირმა შიოშვილთან ერთად, სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და ფინანსთა მინისტრმა უმასპინძლეს.

    შეხვედრის დასაწყისში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ,,მსოფლიო ბანკის“ რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონსა და დელეგაციის სხვა წევრებს, განათლების სფეროში არსებული პროცესები და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მათ შორის,  ბანკის დაფინანსებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. დასასრულს, მინისტრმა ,,მსოფლიო ბანკის“ წარმომადგენლებს საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებისთვის მადლობა გადაუხადა  და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, მსოფლიო ბანკთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალიან წარმატებული პროექტები ექნება და ის მიმართულებები, რომელზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს,  წარმატებით  დასრულდება.

  ,,მსოფლიო ბანკის’ წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, კმაყოფილება არსებული თანამშრომლობით კმაყოფილება გამოხატეს  და ამ ურთიერთობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 3356
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.