,,საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციამ“ 14 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ელექტრონული პეტიციების პლატფორმის- ichange.gov.ge- შესახებ საჯარო დისკუსია გამართა.
ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა, რომლის განხორციელების ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, ,,ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP)“ საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმის მიხედვით აიღო. პორტალის დახმარებით, საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია, პეტიციის საშუალებით, საქართველოს მთავრობის ყურადღება იმ საკითხზე გაამახვილოს, რომელიც, მისი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პეტიციების პლატფორმის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, რეგიონებში შეხვედრებს მართავს, რომლის ფარგლებშიც, საზოგადოება, პორტალის მოხმარების წესებსა და პირობებს ეცნობა .
შეხვედრა USAID -ის მიერ დაფინანსებული პროექტის- „ichange.gov.ge- პორტალის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და განათლების კამპანიის“ ფარგლებში ტარდება.