სტუდენტთა სამეცნიერო სესია - ,,საუბრები ლიტერატურაზე“ - 10 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართა.
სესია, რომელიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს პირველად ჩატარდა, რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილმა, გახსნა და ახალგაზრდების სამეცნიერო მუშაობაში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სტუდენტების მოხსენებების თემატიკა ლადო ასათიანის, მიხეილ ჯავახიშვილის, გრიგოლ რობაქიძის და სხვა ცნობილი ქართველი მწერლების ცხოვრებას და შემოქმედებას შეეხო.
სტუდენტთა სამეცნიერო სესიის დამფუძნებლები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნინო კოჭლოშვილი და ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო გიორგაძე არიან.