თელავის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის და პოტენციალის საჯარო განხილვა 4 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა.
პრეზენტაციაზე მკვლევარებმა: გიორგი პაპავამ და ლევან ფავლენიშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის, განვითარების ხედვის, სტრატეგიის და მიზნების შესახებ იმსჯელეს. საუბარი ადგილობრივ ეკონომიკას, ბუნებრივ რესურსებს, დემოგრაფიას, განათლებას, დასაქმებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო.
განხილვაზე, რომელიც სამუშაო ხასიათს ატარებდა, თელავის სამომავლოდ მოწყობის ძირითად ასპექტებზე იმსჯელეს. როგორც გეგმაზე საუბრის დროს გამომსვლელებმა აღნიშნეს, მუნიციპალიტეტს სჭირდება განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც მისი დაგეგმარებისთვისაა აუცილებელი.
შეხვედრას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი, ეკონომიკის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.