ვებსაიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. გაეცანი კონფიდენციალობის პოლიტიკას აქ
ვეთანხმები
არ ვეთანხმები
იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
აჭარის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია თესაუში

      აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 2 მაისს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აჭარის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გამართა.
      ღონისძიების ორგანიზატორებმა თელაველებს  სასიამოვნო გარემო, პრიზები და ბენდის- „ასეა სულ“ -კონცერტი შესთავაზეს.

      უნივერსიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ  სარეკლამო ფოტობანერებზე,  აფიშებსა  და მონიტორებზე  თესაუს პროფესორები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული  პირები  აჭარის ტურისტულ  პოტენციალს  გაეცნენ.

      პროექტის  ფარგლებში,  განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები:  ფოტოსურათების გამოფენა, ვიქტორინები,  სპორტული და  გასართობი  ღონისძიებები.

    გათამაშდა მთავარი პრიზიც, ინტელექტუალურ, თემატურ ვიქტორინაში გამარჯვებულისთვის-  3 დღიანი საგზური აჭარის ტურისტული სეზონის გახსნაზე.

 
მნახველთა რაოდენობა: 4276
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.
Loading...