იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე

       ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  და ბავშვთა უფლებები,-ამ თემებთან დაკავშირებით, შეხვედრა  30 აპრილს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა.

      შეხვედრას  უძღვებოდნენ  პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, ადამიანის უფლებათა და გენდერულ საკითხებში,  სოფო ჯაფარიძე და ადამიანის უფლებათა სამდივნოს თავმჯდომარე თორნიკე დვალი.

      სპიკერებმა ისაუბრეს და უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ.      შეხვედრაზე იმსჯელეს   აღმასრულებელ ხელისუფლებაში ახლად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის შესახებ, რომელიც წარმოადგენს აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებულ ინსტიტუციურ მექანიზმს, გენდერული თანასწორობის მიმართულებით.

      საუბარი, ასევე, შეეხო  მთავრობის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებულ ცვლილებებს,  2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმებით განსაზღვრულ ღონისძიებებს და სხვა საკითხებს.

      შეხვედრაში მონაწილეობა თესაუს პროფესორებმა,  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და უფლებადამცველებმა  მიიღეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 4078
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.