იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
EBSCO-ს საინფორმაციო შეხვედრა და EBSCO Food Science Source-ის ტრენინგი თესაუს ბიბლიოთეკაში

      26 აპრილს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის და    პარტნიორი  ორგანიზაციის- „Innovative Systems Management“, -  EBSCO-ს ხელშეწყობით, საინფორმაციო შეხვედრა და EBSCO Food Science Source-ის ტრენინგი  თესაუს ბიბლიოთეკის საინფორმაციო-კომპიუტერულ ცენტრში გაიმართა.

    ღონისძიებას  EBSCO-ს ბაზების მენეჯერი ირინა კრეიცაროვა უძღვებოდა.

     საინფორმაციო შეხვედრა EBSCO-ს  ელექტრონულ ბაზების შესახებ ჩატარდა. აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის, დოქტორანტების, მაგისტრანტებისა და თესაუ-ს ბიბლიოთეკის პერსონალისათვის კი, EBSCO (FSS)-ის  გამოყენების ტრენინგი გაიმართა.

    ღონისძიებას  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, ბიბლიოთეკების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და   სტუდენტები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 3775