26 აპრილს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „პრობლემური აქტივების ბიურომ“ (PAB) დასაქმების ფორუმი გამართა.
კომპანიის წარმომადგენლებმა თესაუს სტუდენტებს პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ფართო შესაძლებლობები, ოპტიმალურად მორგებული სამუშაო გრაფიკი და მაღალი ანაზღაურება შესთავაზეს.
როგორც დასაქმების ფორუმზე ითქვა, ,,პრობლემური აქტივების ბიურო” მხოლოდ ახალგაზრდა, პერსპექტიული, ენერგიული და ნიჭიერი კადრების დასაქმებაზეა ორიენტირებული. დღესდღეობით, კომპანიაში 600-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.