იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 13 აპრილს შუამთის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
საქველმოქმედო აქცია ,,ისტორიის და კავკასიის შემსწავლელ სტუდენტთა საზოგადოების“ ორგანიზებით და სტუდენტური თვითმმართველობის დაფინანსებით გაიმართა. აღნიშნულმა საზოგადოებამ, რომელიც თესაუს ,,კავკასიის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელის, პროფესორ თენგიზ სიმაშვილის, თანადგომით შეიქმნა, არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლა.
საზოგადოების წარმომადგენლები სამომავლოდ სხვადასხვა სახის საქველმოქმედო და შემეცნებითი ღონისძიების ჩატარებას გეგმავენ. მსგავსი აქციები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პერმანენტულად იმართება.