იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტთა II საერთაშორისო კონფერენცია ქუთაისში

     13-14 აპრილს,  ქუთაისში, აკაკი წერეთლის  სახელობის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში, ქართული  ენის კვირეულის ფარგლებში,  სტუდენტთა  II საერთაშორისო  კონფერენცია ქართულ ენაში გაიმართა.

    კონფერენციაში მონაწილეობა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის სტუდენტებმა: თამარ თათულიშვილმა, თემით,-,,მეტაფორული მეტყველების ძალა და ხიბლი გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაში“  (ხელმძღვანელები: პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი და ასისტენტ-პროფესორი ელენე ფილაშვილი) და ხატია აჩუაშვილმა, თემით -,,სიტყვა  ,,გულის“ სემანტიკური რკალი“ (ხელმძღვანელი- პროფესორი მაყვალა მიქელაძე) მიიღეს.

   თესაუს  სტუდენტებს,  სერტიფიკატებთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.

  სტუდენტთა  II საერთაშორისო  კონფერენცია  აკაკი წერეთლის  სახელობის ქუთაისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლგიის დეპარტამენტის და სტუდენტთა სამეცნიერო წრის ორგანიზებით ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3651
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.