საქართველოს მთავრობა ,,ღია მმართველობა საქართველოს მეოთხე, 2018-2019 წლების, ეროვნულ სამოქმედო გეგმას“ გლობალურ სამიტზე წარადგენს. აღნიშნული დოკუმენტი სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და მოქალაქეებთან აქტიური კონსულტაციების გზით შემუშავდება. მთავრობისთვის პრიორიტეტი ამ პროცესში სტუდენტების მოსაზრებების მოსმენა და მათი რეკომენდაციების გაზიარებაა.
საჯარო დისკუსია - „ღია მმართველობა - მიღწევები და გამოწვევები“, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და USAID საქართველოს ორგანიზებით, 25 აპრილს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ღია მმართველობა საქართველოს ეროვნულმა კოორდინატორმა, ქეთი ცანავამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი ონიანმა და სხვა სტუმრებმა გლობალური სამიტის მნიშვნელობაზე და ჩვენი ქვეყნის მიერ ღია მმართველობის ქოლგის ქვეშ გატარებული რეფორმების შესახებ ისაუბრეს.
როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, საქართველო 2018 წლის 17-19 ივლისს ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტს უმასპინძლებს. ღონისძიებას 75-მდე ქვეყნის 2000 წარმომადგენელი დაესწრება.